пятница, 14 декабря 2012 г.







კვების პროდუქტების შედგენილობის კვლევა

  • პროექტის მთავარი თემაა- ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის სასკოლო თემში სამომხმარებლო ბაზარზე არსებული კვების პროდუქტების ხარისხის კვლევა მოსწავლეების მიერ.
  • თემა აქტუალურია, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც პრაქტიკულად არ მოწმდება პროდუქტების ვარგისიანობა, გარდა ამისა არსებული სიდუხჭირის ფონზე, მომხმარებელი ნაკლებად ფიქრობს პროდუქციის ხარისხზე, კვებით ღირებულებაზე და ეკოლოგიურ სისუფთავეზე
  • პროექტის მიზანი და მოსალოდნელი შედეგია სკოლის ქიმიის კაბინეტთან მუდმივად  ფუნქციონირებადი,სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორიის შექმნა, სადაც მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიებითი და შემოქმედებითი უნარები,ლაბორატორიული მუშაობის ტექნიკა, ორგანიზებულობა და ჯგუფური მუსაობის ჩვევები, აგრეთვე მოხდება სასწავლო დისციპლინათა(ქიმია, ბიოლოგია,ფიზიკა) ინტეგრირება,რაც უშუალოდ კავშირშია ეროვნულ-სასწავლო გეგმასთან
  • პროექტში მოცემული კვლევები წარიმართება სისტემატურად,პერიოდულად სასწავლო წლის განმავლობაში, რაც განაპირობებს პროექტის მდგრადობას.
  • მონაწილეთა ასაკი:მე-9, მე-10 კლასი
  • მოსწავლეები ქიმიურ ლაბორატორიაში კვლევით სამუშაოებს ჩაატარებენ სავარაუდოდ, საკვები პროდუქტების შემდეგ დასახელებებზე: პურის ფქვილი და პურპროდუქტები, საქარი, ძეხვი, რძის პროდუქტები, წვენები და სხვა. ანალიზის მეთოდები შემუშავდება დღეისათვის მომქმედი სახელმწიფო  სტანდარტის გათვალისწინებით, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირში. 
  • საკვები პროდუქტების ხარისხის კვლევის მიზნით მოსწავლეები ჩაატარებენ შემდეგ კვლევებს: ხორბლის ფქვილსა და პროდუქტებში სინესტის, ნაცრიანობის, მჟავიანობის, ტემპერატურის, PH-ის განსაზღვრა, მიკრობიოლოგიური ანალიზი, წვენებში ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების, შაქრის, მშრალი ნივთიერების, მძიმე მეტალების , ნალექის მასური წილის განსაზღვრა და სხვა
  • პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ქიმიის ლაბორატორიული მოწყობილობა,ცენტრიფუგა, დოზატორი, წყლის აბაზანა, ანალიზური სასწორი მეათასედამდე სიზუსტით, ლაბორატ. არეომეტრი, ცხიმის საზომი.
  • პროექტის ხელ-ი: ნატო ცხადაძე
  • ელ,ფოსტა: natocxadadze@gmail.com
  • qimiurianalizi.blogspot.com